ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის გვერდზე მიკრობლოგ X-ში.
“ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ პრინციპის დონეზე უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გაყინული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი მოგების გამოყენების წინადადებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები