აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ახალი მრჩეველი დანიშნა. ამ თანამდებობაზე აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ჰერბერტ რეიმონს მაკმასტერი დაინიშნა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში წინა მრჩეველი რუსეთის ელჩთან მოლაპარაკების გამო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადადგა.
მაკმასტერი ძალზე ცნობილი ამერიკელი გენერალია, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 1991 წელს ის სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომში მონაწილეობდა. 2003 წლის შემდეგ კი ერაყსა და ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
კომენტარები