„გონიერმა საქართველომ მშვენივრად იცის თუ როგორ ყიდიან დოლარ-ევრო-გროშებზე საქართველოს: სალომეები, მარგველაშვილები, ხაზარაძეები, ხიდაშელი, გიგაურები…და სხვა ათასი ჯურის გაქნილ-გაიმასქნებული უსამშობლო არსებები!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, ამდენი გამყიდველის ხელში ერს გამოუჩნდა კაცი, რომელმაც პირადი თავგანწირვის მაგალითზე შექმნა გუნდი, რომელიც დაუღალავად იღწვის სამყაროს ოთხივე მხარეს, რათა საქართველოს სახელმწიფოს მოღალატე-აგენტთა გარემოცვაში გაამარჯვებინოს და სამშვიდობოს გაიყვანოს!
„გონიერმა საქართველომ მშვენივრად იცის თუ როგორ ყიდიან დოლარ-ევრო-გროშებზე საქართველოს:
სალომეები, მარგველაშვილები, ხაზარაძეები, ხიდაშელი, გიგაურები…და სხვა ათასი ჯურის გაქნილ-გაიმასქნებული უსამშობლო არსებები!
ყოველივე ამაზე ისე, რომ არავინ არ აძალებთ თავად საუბრობენ!
მაგალითად ხაზარაძემ დაადეთ საქართველოს სანქციები, რათა მე უფრო კარგად და სარფიანად გავყიდო კრემლზე, ის რაც საქართველოში ჩალის ფასად მაქვს ნაყიდიო!
ხიდაშელი – კი კაცო მე ახლა მაფინანსებენ ტაივანიდან და საქართველოს რა ჩინეთთან ურთიერთობა, რი ჩინეთთან ურთიერთობა. ეს რომ განხორციელდეს ჩემს და ჩემი თანამეცხედრის 2000 $-ებს ხომ ეტირა ყოფაო!
იქით გიგაურმა რას ჰქვია კორუფცია დაბალ დონეზეა საქართველოში. ეს რომ ვაღიარო ჩემი “გამჭირვალეობას” პატრონები ხომ საბნელეთად გამიხდიანო!
რაც მთავარია ქვეყნის სათავეში მდგომი სალომე, ხომ სულ აქოჩრილ, აბუძგულ და აბზუნებულია საკუთარი ჯიბისა და შვილების ბედის გამო.!
და დააგენტირებული ფულებით აღმა-დაღმა ჯოხზე ამხედრებული კუდიანი დედაბერივით დაჰქრის და გულამოვარდნილი გაჰკივის: ომებისათვის, ხოცვა-ჟლეტისათვის!
ვყიდი, ვყიდი უიაფესად საქართველოს მის მოსახლეობიანადო!
და
იქნებ გამოუჩნდეთ ვინმე დასავლეთში მყიდველიო!
ჰოდა ამდენი გამყიდველის ხელში…
ერს გამოუჩნდა კაცი, რომელმაც პირადი თავგანწირვის მაგალითზე შექმნა გუნდი, რომელიც დაუღალავად იღწვის სამყაროს ოთხივე მხარეს, რათა საქართველოს სახელმწიფოს მოღალატე-აგენტთა გარემოცვაში გაამარჯვებინოს და სამშვიდობოს გაიყვანოს!
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასეც იქნება!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.