ესპანურმა სასამართლომ ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვეში ბარსელონის ერთ-ერთ ღამის კლუბში ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ალვეშს, რომელიც ბრალს არ აღიარებდა, სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
40 წლის ალვეში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.
ინციდენტი, რომელზეც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, 2022 წლის 31 დეკემბერს მოხდა. დაზარალებულმა ქალმა განაცხადა, რომ ალვეშმა ის საპირფარეშოში შეიყვანა და გააუპატიურა, ალვეში კი აცხადებდა, რომ სურვილის შემთხვევაში ქალს ოთახიდან გასვლა შეეძლო. საბოლოო ჯამში სასამართლომ დაადგინა, რომ ქალს სქესობრივი აქტისთვის თანხმობა არ მიუცია.
კომენტარები