რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს. უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 9 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი ოდესის სანაპირო ზონაში საწარმოს შენობას დაეცა, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში შესაძლოა სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ.
პარალელურად, დრონებით იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. რეგიონული ადმინისტრაციის ცნობით, დნიპროში უპილოტო საფრენმა აპარატმა მრავალსართულიან შენობას დაარტყა. წინასწარი მონაცემებით ცნობილია, რომ 4 კაცია დაშავებული, ნანგრევების ქვეშ კი ადამიანები არიან მოყოლილი. სამძებრო სამუშაო გრძელდება.
კომენტარები