რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია კიდევ სამი პირი, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთაგან ორი ერთი ოჯახის წევრი, დედა-შვილი არიან. მათ მრავლობითი მოტეხილობები და თერმული დამწვრობები აღენიშნებათ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით ღამის განმავლობაში განხორციელდა.
კომენტარები