უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზოვის ზღვაში ჩამოგდებულ A-50-ის ტიპის რუსულ თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 5 რუსი მაიორი, 3 კაპიტანი, ლეიტენანტი და უმცროსი ოფიცერი. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.
“უკრაინსკა პრავდას” ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან:
მაიორი ბოროვიკოვი;
მაიორი ჩანცევი;
კაპიტანი პროვალოვი;
კაპიტანი ვასილიევი;
უფროსი საჰაერო რადიოოპერატორი ხრულევი;
მაიორი ფედოსოვი;
მაიორი რულიუკი;
ლეიტენანტი ტელმანოვი;
კაპიტანი ბელოვი;
მაიორი სოლდატკინი.
შეგახსენებთ, რომ A-50 უკრაინელებმა 23 თებერვალს ჩამოაგდეს.
კომენტარები