ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა მერვე მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო. არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობს – კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 5 411 საარჩევნო უბანი. რეგისტრირებულია 6.9 მილიონი ამომრჩეველი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს 45 500 ადგილობრივი და 294 საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს, მათ შორის დსთ-ს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
კომენტარები