“სადაც შენ იქნები, იქ მუდამ წარმატებები იქნება” – ასე ეხმაურება საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ნინო გიორგობიანის შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მრჩეველის თანამდებობაზე დანიშვნას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვიცი ამ პოსტისთვის მისაყვედურებ, მაგრამ მაინც ვიტყვი და ვერ დამიშლი რომ, დროა ისწავლონ ჩვენმა კოლეგებმა, პირადად შენგან, – ერთგულება, გვერდში დგომა, ერთმანეთის გატანა და ადამიანებთან კომუნიკაცია🥰…შენ ხარ, ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი და ასევე, ძლიერი ადამიანი. <3 ✊ სადაც შენ იქნები, იქ მუდამ წარმატებები იქნება, ხოდა, უთვალავ წარმატებებს გისურვებ მეგობარო, შენს ახალ სამსახურში. <3 ბედნიერებაა ნამდვილად, შენთან მეგობრობა და მეამაყება რომ, შენ ჩემი მეგობარი ხარ! #ნინოგიორგობიანი წარმატებები! <3 <3 <3 🙏🥰”-წერს ლიპარტელიანი.