საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ პარიზში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 36-10 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 12-3, ზუსტად შესრულებელი ჯარიმებით მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა. თითო ლელო დადეს ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი შეასრულა. ლუკა მატკავამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული გარდასახვებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. მეტოქემ ერთადერთი ლელოს დადება მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა.
„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეთექვსმეტედ მოიგეს.
კომენტარები