ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილის ინფორმაციით, აფხაზეთში მცხოვრებმა მისმა ახლობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მომხდარი მკვლელობისას დააკავეს და ერთი დღის შემდეგ გათავისუფლდა. ის ამჟამად სოხუმში იმყოფება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ქართულ მხერს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
კომენტარები