ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია “პოსტ ტვ”-ს გადამღებ ჯგუფს სოლოდარობას უცხადებს.
”სოლიდარობა ჟურნალისტებს, ოპერატორებს და მედიაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინც ზეწოლას განიცდის. ისე შემობრუნდა საქმე, რომ ჟურნალისტი ყველაზე დაჩაგრული გახდა. აღარავის უნდა მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, მათ შორის საზოგადოებასაც. შესაბამისად, მედიის მიმართ სიძულვილიაცაა (50-50), რადგან მკვეთრად მიკერძოებულია. ზოგს ერთი მხარე მოსწონს, ზოგს მეორე და ასე. ამ ყველაფრის დასრულებას ვისურვებდი, მაგრამ უკვე შეუძლებელია. ერთმა სფერომ, პოლიტიკამ, გადაყლაპა მეორე, ჟურნალისტიკა. თუმცა, ოქროს წესია, არავიზე არ უნდა იძალადონ. #სოლიდარობამედიას”
კომენტარები