საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის კარლო კოპალიანის განცხადებით, მაშინ, როცა „ნაციონალები“ ქვეყანას სისხლში ახრჩობდნენ, პაატა ბურჭულაძე არსად ჩანდა.
ამ თემაზე კოპალიანმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ნაციონალების“ მიერ გამოჩეკილ ძალებზე როცა ვსაუბრობ, პაატა ბურჭულაძე უნდა ვახსენო. მაინტერესებს, ეს ადამიანი როგორ ბედავს მოქმედი ხელისუფლების გაკრიტიკებას. მაშინ, როცა „ნაციონალები“ ქვეყანას სისხლში ახრჩობდნენ, სად იყო? 9 წლის მანძილზე ერთხელ არ ამოუღია ხმა და არაფერი გაუპროტესტებია. როცა რუსთაველი სისხლით იყო მორწყული, მღეროდა და ახლა მოუნდა ხელისუფლების კრიტიკა? ასე არ გამოვა, ბატონებო. და კიდევ, ბურჭულაძეს არსად დაეკარგოს მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, ბურჭულაძესთან ალიანსის შექმნას არ გამოვრიცხავთო. არსად დაეკარგოთ ერთმანეთი“ – განაცხადა კოპალიანმა.