უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ 14 ივნისის ღამით უკრაინულმა ძალებმა სულ მცირე 70 დრონით რუსულ ავიაბაზა „მოროზოვსკს“ შეუტიეს.
მისივე თქმით, ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და სულ მცირე 70-მა დრონმა „მოროზოვსკის“ აეროდრომზე მიიტანა იერიში.
ბუდანოვის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, რა ზარალი მოჰყვა თავდასხმას რუსული მხარისთვის.
კომენტარები