შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე
ბრალდებულის სახით დააკავეს.
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.