მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ნავალნაია „ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში“ დაადანაშაულა.
იულია ნავალნაიას რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრება.
„იულია ნავალნაია მიიმალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა აირჩია“, – ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.
კომენტარები