რუსეთსაც ჩვენს მიმართ არანაირი ლოიალური პოზიცია არ აქვს. ერთი განცხადება თუ გააკეთა ზახაროვამ ან ვინმემ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს რომ დასჭირდეს თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის, საქართველოს ფეხით არ გადაუვლის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 700 მეტრში გვყავს რუსული ტანკი, რომლის ლულა გვაქვს დამიზნებული შუბლში.
„გადავხედოთ სიტუაციას მსოფლიოში, ორი უშველებელი ძალა დაპირისპირებულია ერთმანეთზე და არც ერთისთვის და არც მეორისთვის ჯერჯერობით დათმობის არანაირი სინათლე ამ გვირაბში არ ჩანს. რუსეთის ფედერაციას ვგულისხმობ, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე.
როდესაც მესამე მსოფლიო ომის დონის განვითარება შეიძლება ამან მიიღოს და მით უმეტეს, ბირთვული შეიარაღება შეიძლება იყოს გამოყენებული, აქ ერთსაც და მეორე ძალასაც, რასაკვირველია, აქვს თავისი ინტერესი და ევროკავშირსაც ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან რუსეთის წარმატება. რუსეთსაც იგივე დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, ამ ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ალტერნატიულ დერეფანს აზიის ევროპასთან კავშირისა, რასაკვირველია, ერთიც და მეორეც ლამობს, რომ აქ ჰქონდეს უპირატესობა. ეს უპირატესობა დღეს რუსეთს აქვს, იმიტომ, რომ სააკაშვილმა, ვითომ მედასავლეთემ და ვითომ რუსეთის მოძულე ადამიანმა, ჩაუგდო რუსეთის ფედერაციას ხელში. ეს რეალობაა მოცემული.
რა უნდა გააკეთოს ისეთი საქართველომ, რომ ან ერთი მხარის, ან მეორე მხარის სიმპათია მოიპოვო, თუკი არ ხარ ამ ომში ჩართული აშკარად, ყოველი რესურსით, რაც გაგაჩნია.
რუსეთსაც ჩვენს მიმართ არანაირი ლოიალური პოზიცია არ აქვს. ერთი განცხადება თუ გააკეთა ზახაროვამ ან ვინმემ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს რომ დასჭირდეს თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის, საქართველოს ფეხით არ გადაუვლის. მით უმეტეს, 700 მეტრში გვყავს რუსული ტანკი, რომლის ლულა გვაქვს დამიზნებული შუბლში. ამას რომ ვუხსნით, ამ სიტუაციას, კი არ უნდა გაბრაზდე ვინმეზე, უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა თავისი ინტერესით მოქმედებს და ჩვენი ინტერესი არის ის, რომ გადავრჩეთ და გავიდეთ სამშვიდობოს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.