ამ ეტაპზე ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.
კომენტარები
