რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებას შორის. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯარი გაძარცვა და ფული მოჰპარა. ევროკავშირმა კი არ გაძარცვა, მაგრამ საქართველოს თავდაცვისთვის განკუთვნილი 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა.
სამშვიდობო მისებში ქართველი ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის, დაკარგული ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური სტრესის მიუხედავად მათ უთხრეს, რომ თქვენ აღარ – ახლა სცენაზე მდიდარი „ენჯეოების“ გამოსვლის დროა.
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როცა ევროპის კონტინენტზე ომია და რუსეთი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებზე უარს არ ამბობს, სრულიად გაუგებარია რატომ ცდილობენ საქართველოს დასჯას საჩვენებლად ე.წ. მეგობრები.
კომენტარები