როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო, – ნათქვამია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებაში.
მელანია ტრამპმა მადლობა გადაუხადა „მამაც“ სამართალდამცველებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს „ჩემი მეუღლის დასაცავად“.
„უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებიც ახლა განიცდიან ამ საზიზღარი ქმედების შედეგს, ვუცხადებ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას“, – აღნიშნა მელანია ტრამპმა.
„არ დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული აზრი, პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშები სიყვარულზე უფრო დაბლა დგას. ჩვენი პირადი, სტრუქტურული და ცხოვრებისეული ერთგულება – სიკვდილამდე – სერიოზული რისკის ქვეშაა. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ფუნდამენტურად, ინსტინქტურად გვსურს დავეხმაროთ ერთმანეთს. ამერიკული პოლიტიკა მხოლოდ ერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია ჩვენი საზოგადოების ამაღლება. სიყვარული, თანაგრძნობა, სიკეთე და თანაგრძნობა აუცილებლობაა“, – წერს მელანია ტრამპი.