რუსეთში, კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი აცხადებს, უკრაინულმა დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.
მისივე თქმით, მომხდარის შედეგად ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან.
ცეცხლი 400 კადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიას მოედო.
ცნობისთვის, კურსკის ოლქი რეგულარულად ხდება თავდასხმების სამიზნე. კერძოდ, 14 ივლისს ქალაქ სუჯში დრონების იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სატელევიზიო ანძას. უფრო ადრე ამავე ქალაქში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა ოთხ ელექტროსადგურზე, რის შედეგადაც მათ მუშაობა შეაჩერეს.
კომენტარები