დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ძლიერი გამარჯვებით დასრულდება – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნისნა, სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, მათ გევრდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა.
კომენტარები