უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის ოლქში ჩავიდა. ფრონტის ხაზზე ქალაქ ვოლჩანსკში ის უკრაინის არმიის სპეცოპერაციების ძალების სამეთაურო პუნქტში სამხედროებს შეხვდა და ყველაზე ცხელ წერტილებში ვითარებას გაეცნო.
ბოლო რამდენიმე დღეა ხარკოვის ოლქში ოკუპანტმა უკრაინის პოზიციებზე შეტევების ინტენსიურობა გაზარდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხარკოვსა და დონეცკის ოლქებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 130 მდე შეტაკება მოხდა.
კომენტარები