ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ მეთაური იყო, რომელიც გოლანის მაღლობებზე საჰაერო თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.
კომენტარები