პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ფინალის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, საწყენია, როდესაც მიზნამდე მიდიხარ და მთავარი მოგების გარეშე რჩები.
“ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან მეც და ჩემი გუნდიც ვგეგმავდით, ოქროსთვის უნდა გვებრძოლა, ასეც ვქენით თუმცა ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე. რთულია, როცა კონკრეტულ მომენტში უკვე იქ ხარ, სადაც შენი მიზანია და რჩები ისე. წარმატება ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო. მე ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ ფერი აკლია ამ ყველაფერს” – თქვა ტატომ. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კომენტარები