გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საჭიროა მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენა, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ქაოსში არ აღმოჩნდეს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს.
„ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც განახორციელა უთვალავი სასტიკი თავდასხმა ისრაელზე. ახლა მთავარი საკითხი რეგიონული ხანძრის თავიდან აცილებაა, რათა მთლიანად რეგიონი ქაოსში არ აღმოჩნდეს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
ბერბოკის თქმით, ახლა მიღებულმა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ შეიძლება შეამსუბუქოს სიტუაცია ან კიდევ უფრო გააღვივოს ის და კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და მოახდინონ დეესკალაცია რეგიონის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.