ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ქართველი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის გამარჯვებას სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით ეხმიანება.
ფედერაცია ამჯერად ლაშა ბექაურის ციტატით ქარდს აქვეყნებს.
„მე მჯეროდა და მწამდა, რომ ეს ნამდვილად მოხდებოდა. ეს იყო ჩემი დიდი ოცნება და მე გავაკეთე ამისთვის ყველაფერი, ნამდვილად ყველაფერი“, – ამბობს ლაშა ბექაური.
ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კომენტარები