ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მეოთხედფინალურ ბრძოლაში მან მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
კომენტარები