საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს. 23 წლის ქართველმა ტურნირის ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში დაამარცხა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
სულამანიძის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი კოცოევი იქნება. შეჯიბრის ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კომენტარები