ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია.
„ომის დაწყებიდან ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა საფრთხეს. ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ, რომ ისრაელის სახელმწიფომ იცის, როგორ გაუმკლავდეს საფრთხეებს თავდაცვაში და უპასუხოს ძლიერი შეტევით“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თავდაცვის სისტემები და გვყავს საერთაშორისო მოკავშირეები, რომლებმაც გააძლიერეს თავიანთი ძალები ამ რეგიონში, რათა დაგვეხმარონ ამ საფრთხეების წინააღმდეგ“, – დასძინა მან.
მანამდე The New York Times-მა ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.
კომენტარები