ირანის სამართალდამცველებმა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ათეულობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან დაზვერვის სამსახურის მაღალი რანგის ოფიცრები, სამხედროები და სახლის დაცვის თანამშრომლები, სადაც ჰანიე ცხოვრობდა.
ჰანიეს მკვლელობაზე ასეთი რეაგირება მიუთითებს იმაზე, რომ ირანის ხელმძღვანელობას „ჰამასის“ ლიდერის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში დიდი ჩავარდნა ჰქონდა, ვინაიდან მკვლელობა კარგად დაცულ საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა, ამტკიცებს გამოცემა.
„იმის წარმოდგენა, რომ ირანს საკუთარი სამშობლოს და მთავარი მოკავშირეების დაცვა არ შეუძლია, შესაძლოა ირანის რეჟიმისთვის ფატალური აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს ირანის მოწინააღმდეგეებისთვის არის სიგნალი, რომ თუ მათ ისლამური რესპუბლიკის დამხობა არ შეუძლიათ, მისთვის თავის მოკვეთა სავსებით შესაძლებელია“, – განუცხადა გამოცემას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფ“-ის დირექტორმა ალი ვაეზმა.
გამოძიებას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალიზებული სადაზვერვო დანაყოფი აწარმოებს. მათ იმედი აქვთ, რომ მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე გავლენ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს გამოძიების დეტალებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა ორგანიზაციამ ირანი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მსგავსად დაიფიცა, რომ ჰანიეს მკვლელებზე შურს იძიებს.