აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ ნება დართო კონტრაგენტებს ფინანსური ოპერაციები აწარმოონ სანქცირებულ მოსკოვის საფონდო ბირჟასთან ამა წლის 12 ოქტომბრის ჩათლით. ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გარდა ამისა, ფინანსური ოპერაციების წარმოება კონტრაგენტებს შეეძლებათ მოსკოვის ბირჟის კლირინგის ეროვნულ ცენტრთან და ეროვნულ საგადასახადო დეპოზიტართან, რომლებიც აგრეთვე სანქცირებულნი არიან.
აშშ-მა მოსკოვის საფონდო ბირჟის წინააღმდეგ სანქციები ამა წლის 12 ივნისს შემოიღო. სანქციების შემოღების მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომი სახელდებოდა.
კომენტარები