„ჰამასის“ ლიდერის – ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანი ისრაელზე თავდასხმას 12-13 აგვისტოს გეგმავს, როცა ისრაელში თიშა ბე-ავის მარხვა აღინიშნება. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.
მედიის ცნობით, ირანის გეგმების შესახებ Sky News Arabia-ს დასავლური დაზვერვის წარმომადგენლებმა უამბეს. მოსალოდნელია, რომ შეტევა „ჰეზბოლასთან“ იქნება კოორდინირებული, ხოლო მარხვის დღეებში თავდასხმას ისრაელის მოსახლეობაზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ექნება.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში 31 ივლისს მოკლეს.
კომენტარები