საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან.
„უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.