სატრანზიტო მარშრუტი, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში გაზის სატრანსპორტო სადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
გერმან გალუშენკოს თქმით, გაზი ევროპას ამ დროისათვის ჩვეული რეჟიმით მიეწოდება.
კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება, თუმცა მიწოდების მოცულობა იკლებს.
კომენტარები