ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა – 357,87 გრამი და ვერცხლის ნაკეთობების საერთო – წონა 60,23) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კომენტარები