ირანის ახალი პრეზიდენტი ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომი ისრაელთან. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ირანის ხელისუფლების აზრი იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ ისმაილ ჰანიეს მკვლელობას, გაყოფილია.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლები დაჟინებით მოითხოვენ პირდაპირი დარტყმის განხორციელებას თელ-ავივზე და ისრაელის სხვა ქალაქებზე, კერძოდ, სამხედრო ბაზებზე, რათა თავიდან აიცილონ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი.
თუმცა, ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ინიციატივით გამოდის, ირანის მეზობელ ქვეყნებში ისრაელის საიდუმლო ბაზებს დაარტყან.
საბოლოო პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ უპასუხებს ირანი ისრაელს, ეკისრება ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.
„მასუდ პეზეშკიანი შიშობს, რომ ისრაელზე ნებისმიერი პირდაპირი თავდასხმა სერიოზულ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ