თბილისის მერი კახა კალაძე გენო პეტრიაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„კიდევ ერთი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან-თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ოქრო მოუპოვა.
ვულოცავ ჩვენს ქართველ ფალავანს ამ უდიდეს წარმატებას!
ვულოცავ მთელ საქართველოს!“, – წერს კახა კალაძე.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
კომენტარები