„ქრონიკამ“ ლაშა ტალახაძის მამასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც სპორტსმენის მამა კობა ტალახაძე ამბობს, შვილის გამოსვლისას ძალიან ნერვიულობდა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერს, ჩვენს საჩხერეს. საჩხერის ქომაგებს მინდა გადავუხადო მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის. როგორც მამა ცოტა ემოციურად ვარ. ძალიან განვიცადე, მაგრამ დიდება უფალს, ყველაფერი კარგად დამთავრდა“, – აღნიშნა კობა ტალახაძემ.
ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
კომენტარები