გლდანის, I მიკრორაიონის N19 – 19 ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა. ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.
ტერიტორიაზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
კომენტარები