იემენის დედაქალაქში მდებარე გაერო-ს ოფისში იემენელი ჰუსიტები შეიჭრნენ. ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი ავრცელებს.
კომისტრის თქმით, ჰუსიტები გაერო-ს შენობაში 3 აგვისტოს შეიჭრნენ, სადაც თანამშრომლებს დოკუმენტების, ავეჯისა და მანქანების გადაცემა მოსთხოვეს.
„ანსარ ალაჰის ძალებმა (ჰუსიტებმა) უნდა დატოვონ შენობა და დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ ნივთები“, – ამბობს უმაღლესი კომისარი.
კომენტარები