რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„გთავაზობთ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობა მივიჩნიოთ ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობად და მასზე რეაგირების ფედერალური დონე შემოვიღოთ“, – თქვა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ალექსანდრე კურენკოვმა.
ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა 14 აგვისტოს რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს რუსეთის კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში.
კომენტარები