მოლოდინი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, ილუზიაა, – განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა.
მანამდე კატარის დედაქალაქ დოჰაში კატარის, შეერთებული შტატებისა და ეგვიპტის შუამავლობით მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ამერიკული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები ოპტიმისტურია.
კომენტარები