ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, რომ მათ ჩადენილი აქვთ დანაშაულები.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ხალხისა და ქართველი სამხედროების წინაშე ჩაიდინა დანაშაული და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ. ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.