გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ ქალაქ ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, დაგმო.
„ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა საშინელი მოვლენაა, რომელმაც შემძრა. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი მოკლა. მე ახლახან ვესაუბრე ზოლინგენის მერს ტიმ კურცბახს. ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“, – დაწერა შოლცმა სოციალურ ქსელ X-ში.
თავდასხმა ზოლინგენში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის 650 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ფესტივალზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი მოკლა, ხოლო რამდენიმე დაჭრა.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ.
კომენტარები