ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ვფიქრობ, სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უნდა დაინტერესდეს საჯარო. პირის და პოლიტიკოსის აღნიშნული პოსტით!! ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა და სცილდება ყველანაირი დებატის და დისპუტის მორალურ ფორმებს! შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე მითითება, დაცინვა და მისი დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება ლახავს ევროპის მიერ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს!! ლახავს ადამიანის უზენაეს როლს, სცილდება პოლიტიკოსის სახეს ! შესაძლოა, ვინმეს და ინვალიდის სკამზე მჯდომ რატი იონათამიშვილს არ ეთანხმებოდე, აკრიტიკებდე, (ძალიან ცხარედაც კი ), მაგრამ ფიზიკურ ნაკლზე აუგად საუბარი და დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება არის უზნეობა და დანაშაული! თანაც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო პირის და პოლიტიკოსის მხრიდან ამაზე აქცენტი ახალისებს საზოგადოების ნიჰილიზმს შშმ პირებისადმი. Shalva Natelashvili ალბათ, ეს სიცხარე გაუთვალისწინებლად მოხდა და იმედია, ბატონი შალვა დააკორექტირებს საჯარო პოსტის ამ ნაწილს. @გამორჩეულებში დამატება შშმ პირთა და აუტისტთა უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი. საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia Levan Ioseliani Rati Ionatamishvili ზოგადად, როგორც შშმ პირის დედა, ვფიქრობ რომ საკანონმდებლო ორგანომ უნდა იზრუნოს ამ ტიპის განცხადებების დროს სასჯელის გამკაცრებაზე და შესაბამის ზომებზე.”