ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი კურსკის ოლქში ჩავიდა და იქ მდებარე ატომურ ელექტროსადგურს ათვალიერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გროსი ქალაქ კურჩატოვში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას შეაფასებს.
უკრაინის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მოსკოვი ირწმუნება, რომ ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებებია. ამის გამო რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული ობიექტის უსაფრთხოების შეფასება სთხოვა.
კომენტარები