აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ტერიტორიაზე მცირე დარტყმა განხორციელდა. მისივე თქმით, ამის პარალელურად, ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ირანული მედიის თანახმად, კუნძულ ქეშმზე ორი რაკეტით მოხდა თავდასხმა, თუმცა შესაძლო ზიანის შესახებ ირანული მედია ინფორმაციას არ ავრცელებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და ნავთობთან დაკავშირებული საქმიანი ოპერაციები უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე.
„ირანთან მიმართებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ახლა იქიდან უფრო მეტი ნავთობი გამოგვაქვს, ვიდრე ომამდე გამოგვქონდა. ეს ომი არ არის. ომი ხომ ვერ იქნება ისეთი რამ, სადაც ხუთი თვის განმავლობაში არავინ დაშავებულა, არავინ დაღუპულა და არაფერი მომხდარა. ეს ომი არ არის. იცით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში თვეში 25 000 ადამიანი იღუპება. ჩვენ კი შვიდი თვის განმავლობაში არავინ დაგვიკარგავს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს ომი იყოს. სრული კონტროლი გვაქვს. თუმცა ირანელებთან საქმე გვაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ მცირე დარტყმებს ვახორციელებთ. მათ კი შექმნეს გარკვეული სახის საზენიტო სისტემა, რომელიც ჩვენ დაახლოებით 15 წუთში ან იქნებ ხუთ წუთშიც კი გავანადგურეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
