„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი ამჯერად ონში მიმდინარეობს. ონის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მსმენელი ანსამბლ „გორდელას“, მარიამ შენგელიას ბენდს, სალომე ბაკურაძეს, თეატრალურ კვარტეტსა და სხვა მონაწილეებს უსმენს.
შემსრულებლები ღიად უცხადებენ მხარდაჭერას მმართველ პარტიას და მათი განცხადებით, ამ მხარდაჭერის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
კონცერტები დაგეგმილია:
29 აგვისტოს – თიანეთში – ვაჟა – ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში.
30 აგვისტოს – მცხეთაში.
31 აგვისტოს – ოზურგეთში.
1-ელ სექტემბერს – წალკაში, არისტოტელეს ქ#17-ში. 1-ელ სექტემბერს ასევე გაიმართება კონცერტი ნინოწმინდაში – თავისუფლების ქ #25-ში.
2 სექტემბერს – ახალქალაქში – ცენტრალური პარკი, ჩარენცის ქუჩაზე. ასევე 2 სექტემბერს – თეთრიწყარო – თამარ მეფის #34, საკრებულოს მერიის წინ.
3 სექტემბერს – დმანისში, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სკვერში – წმინდა ნინოს ქ#56.
4 სექტემბერს ბოლნისში, მ კოსტავას #8 -ში.
5 სექტემბერს – გარდაბანში – გარდაბნის ცენტრალურ პარკში (აღმაშენებლის ქ).
7 სექტემბერს – ახალციხეში – ახალციხის ტბაზე.
8 სექტემბერს – მარნეულში – 26 მაისი ქუჩაზე (კიდევაც დაიზრდებიან – სკვერი ).
9 სექტემბერს – ხულო – მამულაძის ქუჩა, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან.
10 სექტემბერს – შუახევი – დაბა შუახევი, ჭავჭავაძის ქ#1.
კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და უკვე ჩატარდა ცაგერსა და ამბროლაურში.