ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება.
მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. ამჯერად კონცერტები მცხეთასა და ხაშურში იმართება.
მცხეთაში კონცერტი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. კონცერტში მონაწილე მუსიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა.
კომენტარები